weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

„მონსტრების კორპორაცია“ სერიალად გაგრძელდება

12:42 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

კომპანია Pixar-ის ოსკაროსანი ანიმაცია „მონსტრების კორპორაცია“ სერიალის სახით გაგრძელდება. „დისნეის“ ახალ სატელევიზიო პროექტში სათაურად „მონსტრები მუშაობისას“ (Monsters at Work), ორი მთავარი გმირის გამხმოვანებლები, კომიკოსი ბილი კრისტალი და მსახიობი ჯონ გუდმენი დაბრუნდებიან.

ანიმაციური სერიალის ეპიზოდებში სიუჟეტი ორიგინალი ფილმის დროიდან გაგრძელდება და იგი მაიკ ვაზოვსკისა და სალის წყალობით, ბავშვების გაცინებაზე მომუშავე  მონსტროპოლისის დანადგარის მექანიკოსებზე იქნება. სერიალი მომავალ წელს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ „მონსტრების კორპორაცია“ 2001 წელს გამოვიდა და $115 მილიონიანი ბიუჯეტის საპასუხოდ მსოფლიო გაქირავებაში 578 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ოსკარების დაჯილდოებაზე კი 4 ნომინაცია და 1 ჯილდო მოიპოვა სიმღერისთვის - "If I Didn't Have You". 2013 წელს ანიმაციის პრიკველი, სათაურად „მონსტრების უნივერსიტეტი“ გამოვიდა, რომელიც ასევე წარმატებული გახდა ბოქს-ოფისში და ორასმილიონიანი ბიუჯეტი 745 მილიონი დოლარით შეავსო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]