weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კანზას-სიტიში ტრამვაის სმარტ-ტექნოლოგია მართავს

14:40 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

ოდესღაც, მისურის შტატის უმსხვილეს ქალაქ კანზას-სიტიში, ქვეყნის მასშტაბით, ტრამვაის ყველაზე გამართული სისტემა იყო. 2016 წელს, მისი გაუქმებიდან 59 წლის თავზე, გზებზე ტრამვაის ახალი ინკარნაცია გამოჩნდა, რომელშიც მთავარ როლს ე.წ. ჭკვიანი ტექნოლოგია თამაშობს.

პირველ ორ წელიწადში ახალმა ტრამვაიმ 5 მილიონზე მეტი უფასო რეისი შეასრულა. ტრამვაის ხაზის გასწვრივ განლაგებული ციფრული ჯიხურები ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს აჩვენებენ, იღებენ ვიზიტორების ფოტოებს და ზომავენ ჰაერის ხარისხს. 3.5-კილომეტრიანი საწყისი ხაზის გაგრძელება უკვე შენდება. 

შუქნიშნებმა ტრამვაის გზის გაყოლებაზე სატრანსპორტო საშუალებების მგზავრობის დრო, საშუალოდ, 36 წამით შეამცირა, რაც სათბურის აირების გამოყოფას ამცირებს. ქალაქმა ასევე გამოიყენა სენსორების მიერ შუქნიშნებზე შეგროვებული მონაცემები იმის განსასაზღვრად, თუ სად გაჩნდება ორმოები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]