აპრილი 21, 2019
weather cur horoscope tv
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

გამოქვეყნდა „მეფე ლომის“ პირველი სრული ტრეილერი

16:40 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 hits 129

სტუდია „დისნეიმ“ მულტფილმ „მეფე ლომის“ რიმეიქის პირველი ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა. ცნობილი ანიმაციის ახალი ვერსია კინოეკრანებზე 2019 წლის ივლისში, ორიგინალის პრემიერიდან ზუსტად 25 წლის თავზე გამოვა.

ფილმის რეჟისორი ჯონ ფავრო გახლავთ, რომელმაც მსგავს პროექტს წარმატებით ერთხელ უკვე გაართვა თავი - იგი რეჟისორია „დისნეის“ რიმეიქ „ჯუნგლების წიგნისა“, რომელიც 2016 წელს გამოვიდა.

რიმეიქის კომპოზიტორი ორიგინალი მულტფილმის მსგავსად ჰანს ციმერი გახლავთ, რომელმაც ოსკარის ჯილდო სწორედ 1994 წელს გამოსული „მეფე ლომის“ მუსიკით აიღო. ახალ ვერსიაში ასევე დაბრუნდება ელტონ ჯონი და კვლავ იქნება გამოყენებული ცნობილი სიმღერები: "Circle of Life", "I Just Can't Wait to Be King", "Hakuna Matata","Can You Feel the Love Tonight" და "Be Prepared".

შეგახსენებთ, რომ „მეფე ლომის“ გარდა მიმდინარე წელს „დისნეის“ კლასიკური მუტლფილმების მსგავსი რიმეიქები - „დამბო“ და „ალადინიც“ გამოდის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]