ფილმის რეჟისორი ჯონ ფავრო გახლავთ, რომელმაც მსგავს პროექტს წარმატებით ერთხელ უკვე გაართვა თავი - იგი რეჟისორია „დისნეის“ რიმეიქ „ჯუნგლების წიგნისა“, რომელიც 2016 წელს გამოვიდა.
რიმეიქის კომპოზიტორი ორიგინალი მულტფილმის მსგავსად ჰანს ციმერი გახლავთ, რომელმაც ოსკარის ჯილდო სწორედ 1994 წელს გამოსული „მეფე ლომის“ მუსიკით აიღო. ახალ ვერსიაში ასევე დაბრუნდება ელტონ ჯონი და კვლავ იქნება გამოყენებული ცნობილი სიმღერები: "Circle of Life", "I Just Can't Wait to Be King", "Hakuna Matata","Can You Feel the Love Tonight" და "Be Prepared".
შეგახსენებთ, რომ „მეფე ლომის“ გარდა მიმდინარე წელს „დისნეის“ კლასიკური მუტლფილმების მსგავსი რიმეიქები - „დამბო“ და „ალადინიც“ გამოდის.