weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გამოქვეყნდა „დიდი პატარა ტყუილების“ ახალი სეზონის ვიდეოკადრები

17:46 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

ტელეარხ HBO-ს 2017 წელს გამოსული წარმატებული სერიალი „დიდი პატარა ტყუილები“ (Big Little Lies) მეორე სეზონით ბრუნდება, რომელშიც სამსახიობო გუნდს მერილ სტრიპი დაემატა.

სერიალის ქალი პერსონაჟები კვლავ ერთიანდებიან და თავიანთ საიდუმლოს საერთო ძალებით იცავენ.

ცნობილია, რომ მეორე სეზონი პირველის მსგავსად შვიდი სერიისგან იქნება შემდგარი და მას ჟან-მარკ ვალეს ნაცვლად ინგლისელი ოსკაროსანი ქალი რეჟისორი ანდრეა არნოლდი გადაიღებს.

სერიალმა სხვადასხვა ტელედაჯილდოებებზე 40-ზე მეტი ნომინაცია და 20 ჯილდო მოიპოვა. უამრავ აღიარებას შორის, ოქროს გლობუსის, ემისა და მსახიობთა გილდიის ჯილდოები გადაეცათ ნიკოლ კიდმანს, ლორა დერნს, ალექსანდერ სკარსგორდსა და სერიალის კანადელ რეჟისორ ჟან-მარკ ვალეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]