სერიალის ქალი პერსონაჟები კვლავ ერთიანდებიან და თავიანთ საიდუმლოს საერთო ძალებით იცავენ.
ცნობილია, რომ მეორე სეზონი პირველის მსგავსად შვიდი სერიისგან იქნება შემდგარი და მას ჟან-მარკ ვალეს ნაცვლად ინგლისელი ოსკაროსანი ქალი რეჟისორი ანდრეა არნოლდი გადაიღებს.
სერიალმა სხვადასხვა ტელედაჯილდოებებზე 40-ზე მეტი ნომინაცია და 20 ჯილდო მოიპოვა. უამრავ აღიარებას შორის, ოქროს გლობუსის, ემისა და მსახიობთა გილდიის ჯილდოები გადაეცათ ნიკოლ კიდმანს, ლორა დერნს, ალექსანდერ სკარსგორდსა და სერიალის კანადელ რეჟისორ ჟან-მარკ ვალეს.