„კოკა-კოლა“ 1955 წლიდან თანამშრომლობს „დისნეილენდთან“. ამჯერად, ახალი კოლაბორაციის შესახებ „დისნეი“ და „კოკა-კოლა“ კოსმოსური კინოეპოპეისადმი მიძღვნილ ფესტივალზე გამოაცხადებენ, რომელსაც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაესწრება.
აქვე გეტყვით, რომ „ვარსკვლავური ომების“ მორიგი ახალი სერია ანუ მე-9 ეპიზოდი, ქვესათაურით „სკაივოკერის აღზევება“, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს გამოვა. მისი რეჟისორი ჯ. ჯ. აბრამსი გახლავთ.