„ვოლვოს“ აღმასრულებელი დირექტორ ჰოკონ სამუელსონის განცხადებით, „ტესლასთან“ ერთად, მისი კომპანია დიზელის ძრავიანი ავტომობილების წარმოების შეწყვეტას გეგმავს.
„ვოლვო“ ახალი პროექტის ფარგლებში კომპანია Nvidia-სთან გაერთიანდა და გამოიყენებს მის Drive PX-ს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს შეაგროვოს მონაცემები 12 ვიდეოკამერიდან, ლიდარიდან, რადარიდან და ზებგერითი სენსორებიდან. პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც უპილოტო სისტემა იფუნქციონირებს, Autoliv-ის მიერაა დაწერილი, რომელთანაც „ვოლვომ“ პარტნიორობა ახალი სახელით - Zenuity დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის ზოგიერთი ნაწილი ექსკლუზიურად „ვოლვოსთვის“ იქნება განკუთვნილი, სხვა ასპექტები, რომელთაც „აუტოლივი“ შექმნის, სხვა ავტომწარმოებლებზეც გაიყიდება.
ფუტურისტული ტრანსპორტის წარმოებაში უკვე ჩართულნი არიან: „ტესლა“, რომელიც ამ ტექნოლოგიებში უპირობო ლიდერია, „გუგლი“, ახლა უკვე „ვოლვოც“ და ამ ბაზარზე ასევე შედის „ფორდი“, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი ავტომობილები თოვლიან გარემოშიც გამოსცადა.