weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ვოლვო“ უპილოტო ავტომობილს გამოუშვებს

14:11 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

შვედური ავტოკონცერნი „ვოლვო“ ელექტრომობილების ბაზარზე უპილოტო ავტომობილების წარმოებაში ერთვება. კომერციულად ხელმისაწვდომი მანქანა კომპანიის განცხადებით, ბაზარზე 2021 წელს გავა.

„ვოლვოს“ აღმასრულებელი დირექტორ ჰოკონ სამუელსონის განცხადებით, „ტესლასთან“ ერთად, მისი კომპანია დიზელის ძრავიანი ავტომობილების წარმოების შეწყვეტას გეგმავს.

„ვოლვო“ ახალი პროექტის ფარგლებში კომპანია Nvidia-სთან გაერთიანდა და გამოიყენებს მის Drive PX-ს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს შეაგროვოს მონაცემები 12 ვიდეოკამერიდან, ლიდარიდან, რადარიდან და ზებგერითი სენსორებიდან. პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც უპილოტო სისტემა იფუნქციონირებს, Autoliv-ის მიერაა დაწერილი, რომელთანაც „ვოლვომ“ პარტნიორობა ახალი სახელით - Zenuity დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის ზოგიერთი ნაწილი ექსკლუზიურად „ვოლვოსთვის“ იქნება განკუთვნილი, სხვა ასპექტები, რომელთაც „აუტოლივი“ შექმნის, სხვა ავტომწარმოებლებზეც გაიყიდება.

ფუტურისტული ტრანსპორტის წარმოებაში უკვე ჩართულნი არიან: „ტესლა“, რომელიც ამ ტექნოლოგიებში უპირობო ლიდერია, „გუგლი“, ახლა უკვე „ვოლვოც“ და ამ ბაზარზე ასევე შედის „ფორდი“, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი ავტომობილები თოვლიან გარემოშიც გამოსცადა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]