weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი ანეტ ბენინგი იქნება

15:26 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

ოსკარის ოთხგზის ნომინანტი ანეტ ბენინგი ვენეციის რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იქნება. ამერიკელი მსახიობი 2006 წლის შემდეგ პირველი ქალია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. 11 წლის წინ აღნიშნული პატივი ფრანგ კინოვარსკვლავ კატრინ დენევს ერგო.

ჟიურის თავმჯდომარედ ანეტ ბენინგის დანიშვნის გადაწყვეტილება ვენეციის ფესტივალის პრეზიდენტმა პაოლო ბარატამ კინოკრიტიკოს ალბერტო ბარბერას რჩევით მიიღო.

„დადგა დრო, შეწყდეს მამაკაც-თავმჯდომარეთა ხანგრძლივი ხაზი და ძირითადი კონკურსის საერთაშორისო ჟიურის ხელმძღვანელად მოვიწვიოთ წარმოუდგენლად ნიჭიერი და შთამაგონებელი ქალი.“ - განაცხადა ალბერტო ბარბერამ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ საკუთარი კანდიდატურის დამტკიცების შესახებ.

59 წლის ანეტ ბენინგის აქტივში 4 საოსკარე ნომინაციაა ფილმებით: The Grifters, American Beauty, Being Julia, The Kids Are All Right. ოქროს გლობუსზე კი ჰოლივუდის ვარსკვლავი რვაჯერ იყო წარდგენილი, საიდანაც ორჯერ მოახერხა (Being Julia, The Kids Are All Right) ჯილდოს მოპოვება. მსახიობს ასევე აქვს BAFTA-სა და მსახიობთა გილდიის ჯილდოები და ათამდე სხვა კინოპრიზი.

ვენეციის 74-ე კინოფესტივალი 30 აგვისტოს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]