weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბოინიცეს სასახლე - ზღაპრების ადგილი

13:45 შაბათი, 20 აპრილი 2019

სლოვაკეთის ისტორიულ ქალაქ ბოინიცეში შუა საუკუნეების ციხე-კოშკი დგას. გოთიკურ-რენესანსული სტილის მქონე სასახლე ხშირად გამხდარა ფანტასტიკური ნაწარმოებებისა და ზღაპრების ეკრანიზაციების გადასაღები მოედანი.

ციხე-კოშკი მე-12 საუკუნეში, უნგრეთის სამეფოს ხანაში აშენდა, რეკონსტრუქცია კი 1889-1910 წლებში ჩაუტარდა. სასახლის პირველი მფლობელი მატე III ტრენჩინელი, იგივე მატუშ ჩაკი იყო - მაგნატი, რომელსაც „უგვირგვინო მეფესაც“ უწოდებდნენ. შემდგომ პერიოდში იგი მეფეების - ვაცლავ (იგივე ვენცელ) III-ისა და მატიაშ ჰუნიადის (იგივე კორვინის) რეზიდენცია იყო.

ციხის გარშემო ტერიტორიაზე ზოოპარკი, სკვერები და ატრაქციონებია, მახლობლად კი - სოფელი ჩიჩმანი.

ბოინიცეს სასახლისა და მუზეუმის დათვალიერება (ერთდღიანი ტური) 65 ევრო ღირს. იგი ყოველწლიურად ასობით ათას ვიზიტორს მასპინძლობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]