weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალი მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას თოვლის ფიფქებისგან გამოიმუშავებს

15:22 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

კალიფორნიელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას არც მეტი, არც ნაკლები, თოვლის ფიფქებისგან გამოიმუშავებს. გამოგონება ტრიბოელექტრულ ეფექტს ეფუძნება, რომლის დროსაც ელექტრული მუხტი გამომუშავდება ორი ნივთიერების ერთმანეთთან კონტაქტის დროს. მოწყობილობის შემქმნელებმა გამოიყენეს ის ფაქტი, რომ თოვლის ფიფქები დადებითი ელექტრული მუხტის მატარებელია.

ფიფქები ელექტრონებს გასცემენ და შესაბამისად, წარმოქმნიან შანსს, რომ ურთიერთქედებაში შევიდნენ შესაფერის, უარყოფითად დამუხტულ სუბსტანციასთან.

ჯგუფის მიერ შექმნილი მოწყობილობა თოვლზე დაფუძნებული ტრიბოელექტრული ნანოგენერატორია - მასალა, რომელიც დამოკიდებულია ტრიბოელექტრულ ეფექტსა და ელექტროსტატიკურ ინდუქციაზე და აგროვებს ენერგიას.

მართალია, თოვლი ამ მიზნით აქამდე არავის არასოდეს გამოუყენებია, მაგრამ მსგავსი რამ სხვა მეცნიერებმა სხვა ნივთიერებებით მოახერხეს, მაგალითად - ტრიბოელექტრული ნანოგენერატორებიც ააგეს, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ წვიმის წვეთებისგან, ფიზიკური მოძრაობისგან, მანქანის საბურავის ხახუნისა და იატაკის ფიცრებზე სიარულისგანაც კი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]