weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

„მარველის“ ფილმებს ჭარბწონიანი სუპერგმირიც ეყოლება

13:06 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

ბოლო პერიოდში სუპერგმირებზე შექმნილი ფილმები სტანდარტებს სულ უფრო მალე სცდება. ახლო მომავალში გამოჩნდება აზიელი კომიქსების გმირი, LGBT სუპერგმირი, სტუდიები ასევე მუშაოებენ მუსლიმი სუპერგმირის შექმნაზეც.

კომიქსების კომპანია „მარველის“ კინოსტუდიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსკარის ნომინანტმა კევინ ფაიგიმ კინოსამყაროში ჭარბწონიანი სუპერგმირის შემოყვანაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე კინოსერიულობაში მაყურებელმა შესაძლოა, ძალიან მალე იხილოს ასეთი პერსონაჟი.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ჭარბწონიანი პერსონაჟი კომიქსების კომპანია Valiant Comics-ს ყავს - იგი გახლავთ ფეით ჰერბერტი იგივე ზეფირი, რომელსაც ფრენისა და ტელეკინეზის უნარები აქვს.

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]