weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რატომ აქვთ უსინათლოებს უფრო მახვილი სმენა

14:26 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

როგორც არაერთმა კვლევამ აქამდეც აჩვენა, ადამიანებს, რომლებიც ადრეულ ასაკში დაბრმავდნენ, სმენა გაცილებით გაძლიერებული აქვთ, ვიდრე - მხედველობის მქონეებს. უახლესი კვლევის ფარგლებში კი, პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ამ ფენომენის ნევროლოგიური საფუძველი გაარკვიეს.

აქამდე უცნობი რჩებოდა ტვინის ის მექანიზმები, რომლებიც ამ ერთგვარ უპირატესობებზეა პასუხისმგებელი. იმის გასარკვევად, თუ როგორ ხდება ტვინში ეს ყოველივე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა იონ ფაინმა და მისმა ჯგუფმა ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენა.

მხედველობის მქონე საკონტროლო ჯგუფში და უსინათლო ადამიანებში ისინი აკვირდებოდნენ თავის ტვინის ქერქის სმენით ზონას, ანუ იმ ნაწილს რომელიც სმენით მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს. მონაწილეთაგან ოთხს მხედველობა ადრეულ ასაკში ჰქონდა დაკარგული, ხუთს კი ჰქონდა ანოფთალმი, ანუ თვალის განუვითარებლობა. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილეებს ასმენინებდნენ სხვადასხვა სიხშირის სუფთა ტონებს, რა დროსაც მათი ტვინის აქტივობას ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი იწერდა. იგივე პროცედურა გაიარა მხედველობის მქონე საკონტროლო ჯგუფმაც.

შედეგების ანალიზისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე უსინათლო ადამიანები პროცესს უფრო ვიწრო, ზუსტ სიხშირეთა ზოლის სიგანეში აანალიზებდნენ, ვიდრე - მხედველობის მქონე ინდივიდები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სიხშირეთა შეგრძნების შესწორება მათი ტვინის ქერქის სმენით ზონაში უფრო დახვეწილია, ვიდრე მხედველობის მქონე ადამიანებში.

კვლევამ აჩვენა, რომ უსინათლო ადამიანთა ტვინს უკეთესად შეუძლია სიხშირეთა აღქმა. მიუხედავად ექსპერიმენტის მცირე მასშტაბებისა, ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები პირველი მტკიცებულებაა იმ სისტემატიური ცვლილებებისა, რომლებიც ადამიანის თავის ტვინის ქერქის სმენით ზონაში მხედველობის დაკარგვის შემდეგ ხდება. სამომავლოდ ამ ექსპერიმენტის ჩატარებას მეცნიერები უფრო დიდ მასშტაბებში გეგმავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]