ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში მცხოვრებმა ოჯახმა, რომელიც სკანდინავიაში ტურ ოპერატორობითაა დაკავებული, ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილსა და ფინეთში ჩრდილოეთის ციალის შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო.
ჩრდილოეთის ციალი ატმოსფეროს ზედა ფენებში ე.წ. მზიური ქარის დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი ნათებაა.