ვიდეორგოლში ჩანს, როგორ აწყდებიან რესტორანს ლანჩის დროს მოშიებული მომხმარებლები შემწვარი ქათამისა და კარტოფილის მოთხოვნით. რესტორნის თანამშრომელი ჰოდორი კი მათ შეჩერებას ისევე ცდილობს, როგორც სერიალში ცდილობდა მოსიარულე მკვდრების შეკავებას. სახალისო და კრეატიული ვიდეო ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში უმალ გახდა პოპულარული.