weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლოს ანჯელესში ჰოლივუდური ფილმების დამცინავი „ოქროს ჟოლოს“ დაჯილდოება გაიმართა

12:00 კვირა, 26 თებერვალი 2017

„ოქროს ჟოლოს“ რიგით 37-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, ტრადიციულად ოსკარის ცერემონიის წინა დღეს გაიმართა, სადაც 2016 წლის ყველაზე ცუდი ჰოლივუდური ფილმები და მსახიობები გამოავლინეს.

2016 წლის ყველაზე ცუდ ფილმად დოკუმენტური ფილმი „ჰილარის ამერიკა“ დასახელდა. აღნიშნულ პოლიტიკურ-დოკუმენტურ ფილმს კომპანია DC Comics-ის სუპერგმირებზე შექმნილი, მაყურებლებისა და კრიტიკისგან დაწუნებული ფანტასტიკური ფილმის „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ მსგავსად 4 დამცინავი ჯილდო ერგო.

გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

ყველაზე ცუდი ფილმი - Hillary's America: The Secret History of the Democratic Party

ყველაზე ცუდი რეჟისორი - დინეშ დ’სოუზა (Hillary's America: The Secret History of the Democratic Party)

ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი - დინეშ დ’სოუზა (Hillary's America: The Secret History of the Democratic Party)

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი - რებეკა ტერნერი (Hillary's America: The Secret History of the Democratic Party)

ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში - ჯესი აიზენბერგი (Batman v Superman: Dawn of Justice)

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში - კრისტენ უიგი (Zoolander 2)

ყველაზე ცუდი ეკრანული წყვილი - ბენ აფლექი და ჰენრი კავილი (Batman v Superman: Dawn of Justice)

ყველაზე ცუდი პრიკველი/სიკველი/რიმეიქი/რიპ-ოფი - Batman v Superman: Dawn of Justice

ყველაზე ცუდი სცენარი - Batman v Superman: Dawn of Justice

„ოქროს ჟოლოს“ შეწყალების ჯილდო - მელ გიბსონი (Hacksaw Ridge-ის რეჟისურისთვის)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]