2016 წლის ყველაზე ცუდ ფილმად დოკუმენტური ფილმი „ჰილარის ამერიკა“ დასახელდა. აღნიშნულ პოლიტიკურ-დოკუმენტურ ფილმს კომპანია DC Comics-ის სუპერგმირებზე შექმნილი, მაყურებლებისა და კრიტიკისგან დაწუნებული ფანტასტიკური ფილმის „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ მსგავსად 4 დამცინავი ჯილდო ერგო.
გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:
ყველაზე ცუდი ფილმი - Hillary's America: The Secret History of the Democratic Party
ყველაზე ცუდი რეჟისორი - დინეშ დ’სოუზა (Hillary's America: The Secret History of the Democratic Party)
ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი - დინეშ დ’სოუზა (Hillary's America: The Secret History of the Democratic Party)
ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი - რებეკა ტერნერი (Hillary's America: The Secret History of the Democratic Party)
ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში - ჯესი აიზენბერგი (Batman v Superman: Dawn of Justice)
ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში - კრისტენ უიგი (Zoolander 2)
ყველაზე ცუდი ეკრანული წყვილი - ბენ აფლექი და ჰენრი კავილი (Batman v Superman: Dawn of Justice)
ყველაზე ცუდი პრიკველი/სიკველი/რიმეიქი/რიპ-ოფი - Batman v Superman: Dawn of Justice
ყველაზე ცუდი სცენარი - Batman v Superman: Dawn of Justice
„ოქროს ჟოლოს“ შეწყალების ჯილდო - მელ გიბსონი (Hacksaw Ridge-ის რეჟისურისთვის)