საწყისი მიღწევები, რასაც ძმები რუსოების ნამუშევარმა უწია, მილიარდი დოლარისა და ორი მილიარდი დოლარის უსწრაფესი მოხვეჭაა - „შურისმაძიებლების“ მეოთხე ნაწილმა მილიარდი დოლარი 5 დღეში ააგროვა, 2 მილიარდი კი - 11 დღეში. აქამდე ეს რეკორდები ჯეიმს კამერონის „ავატარს“ ეკუთვნოდა.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოკომიქსი ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ჩამონათვალში სწორედ ხსენებულ „ავატარს“ ჩამორჩება: 2009 წლის კინომოვლენის მონაგარი ორ მილიარდსა და 787 მილიონს შეადგენს, „მარველის“ კინოჰიტს კი ჯერ-ჯერობით ორი მილიარდი და 260 მილიონი აქვს მოპოვებული, თუმცა მსოფლიოს კინოთეატრებში ჯერ კიდევ გადის.
ამ რეკორდების გარდა „მარველის“ კინოსამყაროს რიგით 22-ე ფილმმა, რომლის პრემიერაც 26 აპრილს შედგა, ამერიკის ორივე კონტინენტსა და სხვადასხვა ქვეყნებშიც შეძლო შემოსავლების მხრივ სხვადასხვა სახის რეკორდების დამხობა.
ფილმი კრიტიკოსთა და მაყურებელთა დადებითი შეფასებებითაც იწონებს თავს და პრესტიჟულ ვებგვერდ IMDb-ის ყველა დროის ტოპ-ფილმების რეიტინგში ამჟამად მე-12 ადგილზეა.