weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დრაკონების დედა პოეტი გახდება

23:10 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

სერიალ „სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავი ემილია კლარკი მთავარ როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ ფილმში Let Me Count the Ways, რომელიც პოეტ ელიზაბეტ ბარეტის ცხოვრებასა და დრამატურგ რობერტ ბრაუნინგთან მის ურთიერთობაზე მოგვიყვება.

ელიზაბეტ ბარეტი მე-19 საუკუნეში, ლონდონში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მან პოპულარობა არა მხოლოდ ლექსებით, არამედ უცნაური დაავადებითაც მოიპოვა. პოეტი ქალი განდეგილის ცხოვრებით ცხოვრობდა და ოპიუმზე იყო დამოკიდებული, თუმცა აქტიურ და ხალისიან ბრაუნინგთან შეხვედრამ მას ლექსების წერის სურვილი დაუბრუნა.

ვიქტორიანული ეპოქის სასიყვარულო ისტორიაზე დაფუძნებულ ბიოპიკს შვედი რეჟისორი ბიორნ რუნგე გადაიღებს პოლა მილნის სცენარის მიხედვით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]