New England Journal of Medicine-ის უახლესი კვლევა უწონადობის პირობებში ტვინის პრობლემებს ეძღვნება. 10 ასტრონავტის ტვინის შემოწმებამ კოსმოსში გაფრენამდე და უკან დაბრუნებისას, აჩვენა, რომ ტვინის რუხი ნივთიერება ცერებროსპინალური სითხის მატების გამო შეიკუმშა. უმრავლეს შემთხვევაში რუხი ნივთიერება აღდგა, მაგრამ ტვინის სხვადასხვა ნაწილის შემაერთებელი თეთრი ნივთიერება დაპატარავდა.
ამ საკითხს მეტი კვლევა სჭირდება, მაგრამ ამ აღმოჩენის მიხედვით, დედამიწის მკვიდრთათვის ვარსკვლავებს შორის ცხოვრება შეიძლება რთული იყოს, ვიდრე ეს ნაწარმოებებსა და მხატვრულ ფილმებშია.