აღსანიშნავია, რომ პლანეტის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა სათავეში მოქცევისას ჯეიმს კამერონის სამგანზომილებიანმა კინომოვლენა „ავატარმა“ ამავე რეჟისორის ფილმი „ტიტანიკი“ ჩაანაცვლა და ამჟამად პირველ-მეორე ადგილებს სწორედ სამი ოსკარის მფლობელი კანადელი რეჟისორის ნამუშევრები იკავებენ.
სტუდია „დისნეის“ 2017 წელს გამოსულმა კინოზღაპარმა „მზეთუნახავი და ურჩხული“, ათეულში შესვლა მოახერხა, სპეციალისტთა ვარაუდით ათეულში მოხვედრის შანსი ასევე აქვს „ვარსკვლავური ომების“ ახალ ეპიზოდს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა.
ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა საუკეთესო ათეული კი ასეთია:
ავატარი / Avatar (2009) – 2 787 965 087 $
ტიტანიკი / Titanic (1997) – 2 186 772 302 $
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება / Star Wars: The Force Awakens (2015) – 2 068 223 624 $
იურული პერიოდის სამყარო / Jurassic World (2015) – 1 671 713 208 $
შურისმაძიებლები / The Avengers (2012) – 1 518 812 988 $
ფორსაჟი 7 / Furious 7 (2016) – 1 516 045 911 $
შურისმაძიებლები: ულტრონის ხანა / Avengers: Age of Ultron (2015) – 1 405 403 694 $
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები, ნაწილი 2 / Harry Potter and the Deathly Hallows - Part 2 (2011) – 1 341 511 219 $
გაყინული / Frozen (2013) - 1 287 000 000 $
მზეთუნახავი და ურჩხული / Beauty and the Beast (2017) - 1 260 000 000 $