ე.წ. ბრაზიანი კატის პატრონებმა, არიზონას შტატის ქალაქ მორისტაუნში მცხოვრებმა ტაბატა, ბრაიან და კრისტალ ბუნდესენებმა ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელეს.
„ბრაზიანი კატა“ თანდაყოლილი ნაკლით მიღებული მოღუშული სახის გამომეტყველების გამო პოპულარული 2012 წელს გახდა, როდესაც ბრაიან ბუნდესენმა მისი ფოტო ინტერნეტში განათავსა. მას შემდეგ „ინსტაგრამზე“ კატას 2.4 მილიონი მიმდევარი ყავდა, იწვევდნენ გადაცემებში, ქმნიდნენ სახუმარო მიმებს და ა.შ.
რამდენიმე წლის წინ დაანონსდა, რომ ინტერნეტ-ხუმრობებით ცნობილ კატაზე ჰოლივუდში კომედიური ფილმის გადაღებაც იგეგმებოდა.