პატინსონის როლზე დანიშვნა სტუდია „უორნერ ბრაზერსს“ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელების მიერ ინფორმაცია მალე გაცხადდება. რობერტ პატინსონამდე ხსენებულ ფილმში ბეტმენის როლზე ასევე მოიაზრებოდნენ ჯეიკ ჯილენჰოლი, ნიკოლას ჰოლტი და მეტ ბომერი.
კინოწრეებსა და კომიქსის ფანებში „ბინდის“ საგას ვარსკვლავის მთავარ როლზე დანიშვნას უკვე მოყვა უარყოფითი გამოხმაურება და მძაფრი კრიტიკა. მრავალი ადამიანი პეტიციითაც სთხოვს კომპანიებს მსახიობის შეცვლას.
ცნობილია, რომ ადამიანი-ღამურას ახალი კინოისტორია დეტექტიური ჟანრის იქნება, რადგან სუპერგმირის ფანები დიდი ხანია ელოდებიან „მსოფლიოს უდიდესი დეტექტივის“ წოდების მქონე პერსონაჟზე მსგავს კინოვერსიას. მეტ რივზის თქმით, ახალი ფილმი ასევე იქნება კლასიკური კრიმინალური სტილის ე.წ ფილმ-ნუარი.
კომპანია DC Comics-ის ე.წ. ვრცელი კინოსამყაროს ნაწილი ფილმი, რომლიდანაც ბენ აფლექი წავიდა, ჯერ - როგორც რეჟისორი, შემდეგ კი - როგორც მთავარი როლის შემსრულებელი, 2021 წლის 25 ივნისს გამოვა.