ათობით ათასი წლის წინ, ამ უშიშარი სახეობის წარმომადგენლები სამშობლო მადაგასკარიდან სეიშელის კუნძულებისაკენ რგოლის ფორმის ატოლზე გადავიდნენ. ახალი საცხოვრებელი მათთვის ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდა, ადვილად მოიპოვებდნენ საკვებსა და შეუფერხებლად მრავლდებოდნენ. შესაბამისად, მავრიკიებზე ერთ დროს გავრცელებულ ფრინველ დოდოს მსგავსად, ეს სახეობაც ფრენის უუნარო გახდა.
ერთადერთი, რასაც ეს ფრინველები ალბათ არ მოელოდნენ, დიდი ტალღები იყო. დაახლოებით 136 000 წლის წინ, ალდაბრას ატოლი გიგანტურმა ტალღებმა შთანთქა და ფრენის უუნარო ფრინველიც გაქრა.
დაახლოებით 36 000 წლის შემდეგ, როდესაც ატოლის ზედაპირი წყლიდან კვლავ მაღლა ამოვიდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო. იგივე ფრინველები მადაგასკარიდან ისევ ალდაბრასკენ გაიქცნენ და წარმოშვეს ფრენის უუნარო ფრინველთა კიდევ ერთი სახეობა - Dryolimnas cuvieri aldabranus, რომელიც ამ კუნძულზე დღემდე არსებობს.
ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებმა ასეთი ფაქტი აღმოაჩინეს არა მხოლოდ ლაინაში, არამედ ზოგადად - ფრინველებში.