weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უდაბნოს უცნაური ყვითელი ქვების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია

17:27 სამშაბათი, 21 მაისი 2019

მსოფლიოს ზოგიერთ უდაბნოში ნაპოვნი უცნაურად ყვითელი, ეგზოტიკური მინის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია. ისინი დედამიწაზე დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ გაჩნდა.

მინის ეს ქვები მოიპოვება ლიბიის უდაბნოში - საჰარის უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ ლიბიასა და დასავლეთ ეგვიპტეში. უიშვიათესი ყვითელი შეფერილობის გამო, მას დეკორატიული მიზნებისთვის ჯერ კიდევ ფარაონ ტუტანხამონის დროს იყენებდნენ.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ეს უცნაური მინა წარმოქმნილია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ, მაგრამ უცნობი რჩებოდა, რა ძალებმა განაპირობა დედამიწაზე ამ ნივთიერების წარმოქმნა და არსებობდა ორი ძირითადი თეორია.

ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის გეოლოგისა და პლანეტური მეცნიერის, აარონ კავოსის განცხადებით, მეცნიერები განიხილავდნენ, ეს მინა საჰაერო აფეთქებების შედეგად იყო წარმოქმნილი თუ მეტეორიტების დაცემის შედეგად.

როგორც კავოსი აცხადებს, მინა უნდა წარმოქმნილიყო ისეთი საჰაერო აფეთქებების შედეგად, როგორიც 2013 წელს, ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე მოხდა, ატმოსფეროში კოსმოსური ნამტვრევის შემოჭრის შედეგად.

ახალი კვლევა კი სულ სხვა რამეზე მიუთითებს. ანალიზებმა გამოავლინა კიდევ ერთი მინერალის, რეიდიტის კვალი, რომელიც წარმოიქმნება მაღალი წნევის პირობებში, მაგრამ არა საჰაერო აფეთქებების, არამედ მეტეორიტთა დაცემის შედეგად.

კავოსის თქმით, დნობის გამოწვევა საჰაერო აფეთქებებსაც შეუძლია და მეტეორიტების დაცემასაც, მაგრამ მხოლოდ მეტეორიტთა დაცემა წარმოშობს იმ შოკურ ტალღებს, რომელიც მაღალი წნევის მინერალებს წარმოქმნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]