weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ერთხელ ჰოლივუდში“: ახალი ტრეილერი და ხმაურიანი პრემიერა კანში

11:21 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვენტინ ტარანტინოს ახალი ნამუშევრის პრემიერა შედგა. რეჟისორის რიგით მე-9 ფილმის ჩვენებას მაყურებლის მხრიდან შვიდწუთიანი ფეხზე მდგარი ოვაცია მოყვა.

კრიტიკოსებმა, რეცენზენტებმა და უბრალო მაყურებლებმა, რომლებმაც „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood) ფრანგულ რივიერაზე ნახეს, აღფრთოვანება ვერ დამალეს ფილმის მიმართ და საკმაოდ დადებითი შეფასებები გაუზიარეს კინომოყვარულებს.

პრემიერამდე ორი ოსკარისა და „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელმა სცენარისტ-რეჟისორმა და მისი ახალი ფილმის მთავარმა ვარსკვლავებმა - ბრედ პიტმა, ლეონარდო დიკაპრიომ და მარგო რობიმ წითელ ხალიჩაზე ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სტუდია „სონიმ“, რომელიც ტარანტინოს ახალი სურათის მწარმოებელია, ფილმის პრემიერის დღესვე ახალი სრული ტრეილერი გაავრცელა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]