კრიტიკოსებმა, რეცენზენტებმა და უბრალო მაყურებლებმა, რომლებმაც „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood) ფრანგულ რივიერაზე ნახეს, აღფრთოვანება ვერ დამალეს ფილმის მიმართ და საკმაოდ დადებითი შეფასებები გაუზიარეს კინომოყვარულებს.
პრემიერამდე ორი ოსკარისა და „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელმა სცენარისტ-რეჟისორმა და მისი ახალი ფილმის მთავარმა ვარსკვლავებმა - ბრედ პიტმა, ლეონარდო დიკაპრიომ და მარგო რობიმ წითელ ხალიჩაზე ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სტუდია „სონიმ“, რომელიც ტარანტინოს ახალი სურათის მწარმოებელია, ფილმის პრემიერის დღესვე ახალი სრული ტრეილერი გაავრცელა.