weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„სატახტოთა თამაშის“ გმირებად ქცეული საბჭოური მულტფილმები

14:54 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

რვაწლიანი საგა დასრულდა - ფენტეზი ჟანრის სუპერპოპულარული სერიალი „სატახტოთა თამაში“ უკვე ისტორიის კუთვნილებაა, თუმცა მისი ფანები სხვადასხვა გზით ცდილობენ საყვარელი სერიალის სამყაროში დარჩენას.

ახალგაზრდა რუსმა გრაფიკულმა დიზაინერმა, სტუდენტმა პროკოპი ულიაშოვმა სახალისო და კრეატიული ნამუშევრები შექმნა, რომლებშიც ცნობილი საბჭოური მულტფილმის პერსონაჟები „სატახტოთა თამაშის“ გმირების გარეგნობით გამოაწყო.

ჩებურაშკა, გენა, კარლსონი, ვინი-პუჰი და სხვები, შესაბამისად, დენერის ტარგარიენად, დრაკონად, ტირიონ ლანისტერად და ჯონ სნოუდ იქცნენ ილუსტრაციების სერიაში სახელად „მულტფილმების თამაში“.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]