weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ცნობილია ქრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის სათაური და სხვა დეტალები

12:14 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

Tenet - ასე ერქმევა ოსკარის ხუთგზის ნომინანტი სცენარისტის, რეჟისორისა და პროდიუსერის, ქრისტოფერ ნოლანის ახალ მძაფრსიუჟეტიან სურათს, რომელიც საერთაშორისო შპიონაჟის სამყაროს შესახებ გვიამბობს. სცენარის დეტალები გასაიდუმლოებულია და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროექტი „ფილმი-მოვლენა“ იქნება.

ახალ ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: რობერტ პატინსონი, ელიზაბეტ დებიცკი, აარონ ტეილორ-ჯონსონი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, კლემანს პოეზი, კენეტ ბრანა და მაიკლ კეინი.

„ოთახში ჩამკეტეს და სცენარი ისე წამაკითხეს, რომელიც არ მომცეს და თან არ მაქვს. წლების განმავლობაში დიდ ფილმებში მონაწილეობაზე ყოველთვის ვფრთხილობდი, მაგრამ ქრის ნოლანი სულ სხვაა. ის ერთადერთი რეჟისორია, რომელიც აკეთებს და ქმნის იმას, რაც არსებითად საჭიროა, თანაც პირად, დამოუკიდებელ ფილმს და ამავდროულად უზარმაზარი მასშტაბისას. სცენარი უბრალოდ არაჩვეულებრივია“, - განაცხადა მთავარი როლის შემსრულებელმა რობერტ პატინსონმა.

ნოლანის რიგით მე-11 ფილმი, წინების მსგავსად, IMAX-ის ფორმატზე გამოვა. რეჟისორი მასზე კვლავ იმუშავებს ოსკარის ნომინანტ მთავარ ოპერატორთან, ისლანდიელ ჰოიტ ვან ჰოიტემასთან.

ქრისტოფერ ნოლანის მუდმივ კოლაბორატორ ჰანს ციმერის ნაცვლად, ფილმისთვის მუსიკას ამჯერად ოსკაროსანი ლუდვიგ გიორანსონი (Black Panther) დაწერს, რაც რეჟისორისა და ახალგაზრდა კომპოზიტორის პირველი თანამშრომლობა იქნება, ხოლო ბოლო შვიდი ფილმისგან განსხვავებით, ოსკაროსანი ლი სმიტის ნაცვლად, ნოლანის გადამღები ჯგუფის კიდევ ერთი ახალი წევრი მემონტაჟე ჯენიფერ ლამე იქნება.

ფილმს, რომელზეც კომპანია „უორნერ ბრაზერსი“ იმუშავებს, მსოფლიოს შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში გადაიღებენ. მისი გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია: 2020 წლის 17 ივლისი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]