weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

4 მიზეზი რის გამოც მეცნიერებმა ებოლა ვერ შეაჩერეს

14:27 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

რიჩარდ პრესტონის წიგნი, სათაურით „ცხელი ზონა“, მომაკვდინებელი ვირუსების აღმოცენების შესახებაა. მისი გამოცემიდან 25 წლის თავზე ვირუსი ებოლა ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა.

აღმოჩენის შემდეგ (1976 წ.) ებოლას - სიდიდით მეორე აფეთქებას, ასობით ადამიანი ემსხვერპლა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ვირუსის ყველაზე მასშტაბური გავრცელება კი 2014-2016 წლებში დაფიქსირდა დასავლეთ აფრიკის სამ ქვეყანაში, სადაც დაახლოებით, 30 000 ადამიანი დაავადდა და თითქმის ნახევარი დაიღუპა.

არ არსებობს იმის გარანტია, რომ ებოლამ ადამიანებზე თავდასხმა შეწყვიტა. მრავალი მიზეზის გამო მისი შეჩერება რთულია, მაგრამ მეცნიერები ამაზე მუშაობენ და მათ მიერ დაგროვილი ცოდნა მომავალში ებოლასა და სხვა ვირუსებთან ბრძოლაში დაგვეხმარება.

და მაინც, რატომ არის ებოლასთან ბრძოლა ასეთი რთული? მოყვანილია ოთხი მიზეზი:

ვაქცინის შენახვის პირობები

ებოლას ვაქცინა ცივად უნდა შეინახოს, მაგრამ ტროპიკულ ზონებში, სადაც სამაცივრეები ცოტაა, ვაქცინა სწრაფად ხდება გამოუსადეგარი.

შეზღუდვები და ახალი წამლების ხარჯები

არსებობს ებოლას საწინააღმდეგო ექსპერიმენტული, გენური ინჟინერიის საშუალებით დამზადებული წამლები, მაგრამ უცნობია, რამდენად ეფექტური და ხელმისაწვდომი იქნება ისინი მასობრივი მკურნალობისთვის.

ვირუსების შეჩერებისას უწინ გამოყენებული მიდგომის არაეფექტურობა

1966 წელს ყვავილის ვირუსის გავრცელებისას დიდი წარმატებით გამოიყენეს ე.წ. წრიული ვაქცინაცია. ამ დროს ვაქცინაცია ინფიცირებული პირის წრეში მყოფ ადამიანებს უტარდებათ. შედეგად, ვირუსი იმუნიტეტის მქონე ადამიანების კედელში იკეტება და ვეღარ ვრცელდება, მაგრამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იქ არსებული საზოგადოებრივი უწესრიგობის ფონზე, წრიული ვაქცინაციით შეუძლებელია ებოლასთან ბრძოლა.

მეცნიერებს ბოლომდე არ ესმით, როგორ კლავს ებოლა

ებოლა ჯერ კიდევ ამოუცნობი რჩება. ის ადამიანის სხეულის მიმართ წარმოუდგენლად აგრესიულია და მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით ვირუსის მექანიზმები და არ იციან, ზუსტად როგორ კლავს ებოლა ადამიანს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]