weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გამოქვეყნდა „ტერმინატორის“ ახალი სერიის ტრეილერი

17:58 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

პოპულარული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფრანშიზა „ტერმინატორი“ ახალი ნაწილით ბრუნდება, რომელშიც მთავარ როლებს კვლავ არნოლდ შვარცენეგერი და ლინდა ჰამილტონი ასრულებენ. კომპანია „პარამაუნტმა“ პირველი ვიდეოკადრები ახალახანს გამოაქვეყნა.

სიუჟეტის მოქმედება თანამედროვე დროში, ახალი პერსონაჟებისა და ძველი გმირების ირგვლივ ვითარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ნაჩვენები ასევე იქნება წლების წინ მომხდარი მოვლენები, რომლებიც მაყურებელმა ძველ სერიებში იხილა.

ფილმის რეჟისორი ტიმ მილერია, სცენარის ავტორები კი ოსკარის ნომინანტი ბილი რეი, ჯასტინ როუდზი, დევიდ გოიერი და ორიგინალი „ტერმინატორის“ ავტორი ჯეიმს კამერონი არიან.

სამი ოსკარის მფლობელმა ჯეიმს კამერონმა „ტერმინატორის“ ახალი კინოვერსიის შესახებ ადრევე განაცხადა, რომ ფილმში ესტაფეტა ახალ თაობას გადაეცემოდა, თუმცა ლინდა ჰამილტონი და არნოლდ შვარცენეგერი კვლავ საკვანძო პერსონაჟებს განასახიერებდნენ. ფილმი პირდაპირი გაგრძელებააა ჯეიმს კამერონის მიერ გადაღებული პირველი და მეორე წარმატებული სერიებისა და შემდეგ გამოსულ ნაწილებთან (Terminator 3: Rise of the Machines, Terminator Salvation, Terminator Genysis) არავითარი კავშირი არ აქვს, ამიტომაც კამერონი სწორედ ახალ ფილმს უწოდებს პრაქტიკულად მე-3 სერიას.

„ტერმინატორი“ ქვესათაურით Dark Fate, მსოფლიო ეკრანებზე 1-ლი ნოემბრიდან გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]