სიუჟეტის მოქმედება თანამედროვე დროში, ახალი პერსონაჟებისა და ძველი გმირების ირგვლივ ვითარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ნაჩვენები ასევე იქნება წლების წინ მომხდარი მოვლენები, რომლებიც მაყურებელმა ძველ სერიებში იხილა.
ფილმის რეჟისორი ტიმ მილერია, სცენარის ავტორები კი ოსკარის ნომინანტი ბილი რეი, ჯასტინ როუდზი, დევიდ გოიერი და ორიგინალი „ტერმინატორის“ ავტორი ჯეიმს კამერონი არიან.
სამი ოსკარის მფლობელმა ჯეიმს კამერონმა „ტერმინატორის“ ახალი კინოვერსიის შესახებ ადრევე განაცხადა, რომ ფილმში ესტაფეტა ახალ თაობას გადაეცემოდა, თუმცა ლინდა ჰამილტონი და არნოლდ შვარცენეგერი კვლავ საკვანძო პერსონაჟებს განასახიერებდნენ. ფილმი პირდაპირი გაგრძელებააა ჯეიმს კამერონის მიერ გადაღებული პირველი და მეორე წარმატებული სერიებისა და შემდეგ გამოსულ ნაწილებთან (Terminator 3: Rise of the Machines, Terminator Salvation, Terminator Genysis) არავითარი კავშირი არ აქვს, ამიტომაც კამერონი სწორედ ახალ ფილმს უწოდებს პრაქტიკულად მე-3 სერიას.
„ტერმინატორი“ ქვესათაურით Dark Fate, მსოფლიო ეკრანებზე 1-ლი ნოემბრიდან გამოვა.