weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ჩერნობილი“ ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი გახდა

11:47 პარასკევი, 24 მაისი 2019

ამერიკულ ტელეარხ HBO-სა და ევროპის უმსხვილესი საკაბელო არხის, Sky Television-ის ერთობლივი პროექტი „ჩერნობილი“ ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი გახდა.

ხუთი ეპიზოდისგან შემდგარმა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულმა ამერიკულ-ბრიტანულმა მინი-სერიალმა, რომელიც ლიეტუვაშია გადაღებული, უკან მოიტოვა ისეთი საკულტო სატელევიზიო პროექტები და ტელესერიალები, როგორებიცაა: Planet Earth, Band of Brothers, Breaking Bad, Game of Thrones, The Wire და სხვები.

„ჩერნობილის“ სცენარი კრეიგ მაზინმა დაწერა, რომელიც კომედიური ფილმებითაა ცნობილი. რეჟისორი კი იოჰან რენკი გახლავთ, რომელსაც უმუშავია სერიალებზე - Breaking Bad, The Walking Dead, Vikings.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]