მის გენიაზე მისი ხელნაწერები და ჩანახატები მეტყველებენ. მისი გონება ცოცხლობს იმ შვიდიათასივე ფურცელზე, რომელიც დაცულია უინძორის სასახლეში, პარიზის, ლონდონის, მადრიდის, ტურინისა და მილანის ბიბლიოთეკებსა და ასევე ბილ გეიტსის პირად კოლექციაში.
წელს ლეონარდოს გარდაცვალების 500 წლისთავი აღინიშნება. მუზეუმებში გამოიფინება მისი ჩანახატები, მეცნიერები ახალ კვლევებს აქვეყნებენ და მისი ქმნილებების სრულ სპექტრს კიდევ უფრო უღრმავდებიან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლეონარდოს წიგნაკების ფურცლები იმ დარგის ექსპერტების ხელშიც ხვდება, რომელთაც ლეონარდო თავად სწავლობდა: მედიცინიდან მუსიკამდე. წარსულში ძიებით, ექსპერტები დღესაც პოულობენ მათთვის სასარგებლო ინფორმაციას - ლეონარდოს წიგნაკები ნათელს ხდის, ჯერ კიდევ რამდენი რამ არ ვიცით.
ლეონარდოს გარდაცვალებიდან მომდევნო ათწლეულებში მისი დედნების ორი მესამედი თუ სამი მეოთხედი დაიკარგა და XVIII საუკუნეშიღა მოხერხდა გადარჩენილი გვერდების გამოქვეყნება, ამიტომაც გენიოსის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით და ვეღარც გავიგებთ.