ამჟამინდელი ვენერა დედამიწისგან არამხოლოდ მაღალი ტემპერატურითა და ძლიერი კოროზიული ატმოსფეროთი განსხვავდება, არამედ იგი ძალიან ნელა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო - მისი ერთი დღე დედამიწის 243 დღეს უდრის. მილიარდობით წლის წინ კი ვენერას ბრუნვა გაცილებით სწრაფი უნდა ყოფილიყო, რის გამოც პლანეტა სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.
ოკეანის მიქცევა და მოქცევა პლანეტის ბრუნვაზე მუხრუჭივით მოქმედებს, რადგან ხდება ხახუნი მოქცევის ტალღებსა და ზღვის ფსკერს შორის. ამჟამად დედამიწაზე ასეთი მუხრუჭი დღის ხანგრძლივობას მილიონ წელიწადში 20 წამით ცვლის.
როგორც ახალმა შედეგებმა აჩვენა, ვენერას ოკეანის მიქცევა-მოქცევა იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ პლანეტის ბრუნვა მილიონ წელში შეენელებინა დედამიწის დღესთან შედარებით ათობით უფრო მეტად, თანაც იმ შემთხვევაში, თუ ვენერას ბრუნვის სიჩქარე მაშინ იგივე იყო, რაც დღეს დედამიწას აქვს.