ჯერ-ჯერობით უკანასკნელი სერიული ფილმის, „სპექტრის“ (2015) გამოსვლის შემდეგ დენიელ კრეიგმა საჯაროდ განაცხადა, რომ დაიღალა ჯეიმს ბონდის თამაშით და იხუმრა კიდეც, რომ იმდენად მობეზრდა ცნობილი გმირის შესრულება, „ერჩია ვენები გადაეჭრა, ვიდრე ახალ ფილმში ეთამაშა“.
კრეიგის განცხადებიდან მალევე მრავალი ინფორმაცია გავრცელდა მის შესაძლო შემცვლელთა ვინაობაზე. სხვადასხვა წყაროების ვერსიით, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელ კანდიდატებად ტომ ჰიდლსტონი, იდრის ელბა, ტომ ჰარდი, დამიან ლუისი და ეიდან ტერნერი სახელდებოდნენ, თუმცა როგორც უკვე ცნობილი გახდა, დენიელ კრეიგი მეხუთედ გამოეწყობა აგენტ 007-ის სმოკინგში.
ახალი ინფორმაციის თანახმად, ახალი სერიისთვის ბარბარა ბროკოლის ასევე სურს კვლავ მუსიკოს ადელთან თანამშრობლობა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ბრიტანელმა მომღერალმა სიმღერით - Skyfall 2012 წლის ამავე სახელწოდების მქონე ფილმიდან, ოსკარი, ოქროს გლობუსი და გრემის ჯილდო მოიპოვა.