„ამომწურავი კვლევების საფუძველზე უკვე ვიცით, რომ ეს მგლები გენეტიკურად განსხვავდებიან მათი კონტინენტელი ნათესავებისგან. განსხვავებულნი არიან ქცევებით, დაცურავენ კუნძულიდან კუნძულამდე და ნადირობენ ზღვის ცხოველებზე“, - ამბობს ფოტოგრაფი იან მაკალისტერი, რომელიც თითქმის ოცი წელია სწავლობს აღნიშნულ სახეობას.
ზღვის მგლებს თამამად შეიძლება ეწოდოს პესკეტარიანელები, რადგან მათი საკვები რაციონის 90% თევზსა და ოკეანის სხვა პროდუქტებზე მოდის.
მაკალისტერი ბრიტანეთის კოლუმბიას ეწვია და ზღვის მგლებს მათთან ერთად ცურვისას შთამბეჭდავი ფოტოები გადაუღო.