ლოს ანჯელესელმა გრაფიკულმა დიზაინერმა ტოდ ალკოტმა მოისურვა, დევიდ ბოუის სიმღერები მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში პოპულარული იაფფასიანი, როგორც წესი სკანდალური და სენსაციური ვინტაჟური ჟურნალების, ე.წ. Pulp Fiction Magazine-ების სტილში გაეცოცხლებინა.
ბრაზილიელი ილუსტრატორი, ცნობილი სახელით Butcher Billy, პოპულარული გახდა მსგავს სტილში შესრულებული ნამუშევრებით, რომლებიც სტივენ კინგის ნაწარმოებებსა და სერიალ „შავი სარკის“ ეპიზოდებს მიუძღვნა. დიზაინერმა ამჯერად ჯგუფ Queen-ის სიმღერები აქცია ტრადიციული კომიქსების ქავერებად.