weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„აკირას“ ჰოლივუდური რიმეიქი 2021 წელს გამოვა

13:14 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

საკულტო ანიმედ ქცეული „აკირას“ კინორიმეიქის გამოსვლის თარიღი ცნობილია. კიპერბანკული ჟანრის კლასიკად მიჩნეული ანიმეს ჰოლივუდური ვერსიის პრემიერა 2021 წლის 21 თებერვალს შედგება.

ფილმს ახალ ზელანდიელი კომიკოსი, მსახიობი და რეჟისორი, ოსკარის ნომინანტი ტაიკა ვაიტიტი (What We Do in the Shadows, Hunt for the Wilderpeople, Thor: Ragnarok, Jojo Rabbit) გადაიღებს, პროექტის წარმოებით კი ლეონარდო დიკაპრიოს კინოკომპანია Appian Way დაკავდება.

ინფორმაცია ჰოლივუდურ რიმეიქზე წლების წინ დაანონსდა. მაშინ რიმეიქში მთავარ როლებზე, ბევრ მსახიობს შორის, „ბინდის საგას ვარსკვლავი კრისტენ სტიუარტი და გარეტ ჰედლუნდი მოიაზრებოდნენ, რეჟისორად კი - ალბერტ ჰიუზი, ჟაუმე კოლეტ-სერა, ჯორჯ მილერი, ჯასტინ ლინი, ჯორდან პილი და რაიან ჯონსონი.

ტაიკა ვაიტიტიმ განაცხადა, რომ კინორიმეიქს არ ექნება ე.წ. Whitewashing-ის პრობლემა, როგორც ეს მსგავს პროექტებს (Ghost in the Shell, Death Note) ქონდა და ორიგინალ აზიელ პერსონაჟებს თეთრკანიანი მსახიობები არ განასახიერებენ. რეჟისორის თქმით, ახალ ფილმში უცნობ აზიელ მსახიობებს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ანიმე „აკირა“ კაცუჰირო ოტომოს ამავე სახელწოდების მანგას სერიის (1982-1990) მიხედვით 1988 წელს გამოვიდა და დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმედ. მისი რეჟისორი თავად კაცუჰირო ოტომო გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]