ფილმის რეჟისორი ჯონ კროული გახლავთ. სურათში ასევე ითამაშებენ: ანეირინ ბარნარდი, ლიუკ უილსონი და ჯეფრი რაიტი.
სიუჟეტი პატარა ბიჭის ტრაგიკული ისტორიის შესახებაა, რომლის დედაც ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში აფეთქებას ემსხვერპლება. როგორც ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი განმარტავს, ესაა დრამა ტკივილის დაძლევის მცდელობაზე, მოგონებებზე, დედა-შვილობასა და მარტოობაზე. „ჩიტბატონას“ ტრეილერი ახლახანს გამოქვეყნდა.
ჯონ კროულის ფილმს კრიტიკოსები წლის მთავარი კინოჯილდოების მოპოვების კანდიდატად მოიაზრებენ.