ახალ თამაშში მთავარ გმირებს ისეთი მსახიობები და რეჟისორები ასრულებენ, როგორებიც არიან: ნორმან რიდუსი, მადს მიკელსენი, ლეა სეიდუ, გილერმო დელ ტორო და ნიკოლას ვინდინგ რეფნი.
მძაფრსიუჟეტიანი ვიდეოთამაშის სიუჟეტი მომავალ დროში, იზოლირებულ ქალაქებში ვითარდება, რომელთა შორისაც მთავარმა გმირმა, პოსტ-აპოკალიპტურმა კურიერმა, კომუნიკაცია უნდა დაამყაროს. მოთამაშეს ასევე ელოდება დროის ჩვეული მიმდინარეობის დარღვევა, უჩვეულო ბიოლოგიური პროცესები და ა.შ.
Death Stranding ხელმისაწვდომი ნოემბრიდან იქნება. Metal Gear სერიის ავტორ ჰიდეო კოჯიმასთვის იგი პირველი თამაშია მას შემდეგ, რაც დიზაინერი კომპანია Konami-დან წავიდა.