სერიალს მეორე და მესამე კინოსერიების რეჟისორი აიზეკ ფლორენტაინი გადაიღებს. ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა მთავარ როლში ბრიტანელი მსახიობი და კასკადიორი სკოტ ადკინსი, რადგან სერიალი შესაძლოა ე.წ. რიბუთი იყოს.
სიუჟეტი ნიუ იორკში განვითარდება, სადაც ბოიკა კვლავ ჩაერთვება იატაკქვეშა საბრძოლო ტურნირში. სერიალის გადაღებები მომავალი წლის მაისში, ბულგარეთში დაიწყება.