სიუჟეტი 1966 წლის ლე მანის განთქმული რბოლის პერიოდში, ორი ავტოინდუსტრიული გიგანტის მეტოქეობაზე გვიამბობს. ბიოპიკის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი ოსკარის ნომინანტი ჯეიმს მენგოლდი გახლავთ. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ჯო ბერნთალი, კატრინა ბალფი და ცნობილი დრამატურგი ტრეისი ლეტსი, რომელიც ჰენრი ფორდ უმცროსს განასახიერებს. „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ კინოეკრანებზე ნოემბერში გამოვა.
აღსანიშნავია, რომ ფილმზე მრავალი წელი მუშაობდნენ. თავდაპირველად მისი სათაური Go Like Hell იყო და იგი მაიკლ მანს უნდა გადაეღო, ხოლო მთავარი როლები ტომ კრუზსა და ბრედ პიტს უნდა ეთამაშათ.