weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანგოლინი ბრაკონიერთა მახეში

15:53 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

უცნაური ქერცლით შემოსილი უჩვეულო არსება სახელად პანგოლინი, რომელიც ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში დიდად ფასობს, ერთ-ერთი უმთავრესი პროდუქტია თანამედროვე შავ ბაზარზე.

პატარა პანგოლინებს, სანამ შვიდი თვის ასაკს მიაღწევენ, დედები ზურგით დაატარებენ და ნაშიერებიც ასე უკეთ სწავლობენ გარემოში ქცევის წესებს. თუ დედა პანგოლინმა საფრთხე იგრძნო, ის ბურთივით მრგვალდება და რქოვანი ქერცლების ჯავშნით იცავს ბუსუსების მსგავსი რბილი ბეწვით დაფარულ მუცელს, სადაც ნაშიერი ჰყავს ამოკრული. ეს ეფექტური თავდაცვითი მეთოდია ლომის შემოტევისას, მაგრამ პანგოლინი უკეთესს ვერაფერს ფიქრობს, როდესაც მტერი ადამიანია.

ველური ცხოველებით ვაჭრობის სამეთვალყურეო ორგანიზაცია Traffic-ის მონაცემებით, 2000-2013 წლების განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი პანგოლინი ემსხვერპლა ბრაკონიერებს – ძირითადად, თავიანთი ქერცლის გამო, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ. ვარაუდობენ, რომ მთელი მსოფლიოს ძუძუმწოვრებიდან ყველაზე მასობრივი ხასიათი პანგოლინებით უკანონო ვაჭრობას აქვს.

ეს მეტად მგრძნობიარე არსებები პრეტენზიული მჭამელები არიან და ჭიანჭველათა თუ ტერმიტების მხოლოდ გარკვეულ სახეობებს მიირთმევენ, ტყვეობის პირობებში კი ურთულეს ამოცანად რჩება ამგვარი რაციონის დაცვა.

ქერცლიანი პანგოლინები ჯავშნოსან არმადილოებს წააგვანან, თუმცა ისინი უფრო მეტად დათვებსა და ძაღლებს ენათესავებიან. პანგოლინებს საკუთარი ტაქსონომიური რიგი ჩამოუყალიბდათ და თუ გაქრებიან, მსგავსი არსება დედამიწის ზურგზე აღარ იარსებებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]