weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩინეთში პირველი რობოტი-ჟურნალისტი შექმნეს

13:57 სამშაბათი, 24 იანვარი 2017

ჩინელმა პროგრამისტებმა სპეციალურად სტატიების სწრაფად წერისთვის რობოტ-კორესპონდენტი შექმნეს. რობოტმა, რომელსაც სიაო ნანი ეწოდება, უკვე შეისწავლა 3000-მდე იეროგლიფი, მის მიერ შესრულებული სტატიები კი გამოცემა Southern Metropolis Daily-ში გამოქვეყნდა.

გაზაფხულის ფესტივალის შესახებ რობოტმა-ჟურნალისტმა ტექსტი რამდენიმე წამში აკრიფა. მწარმოებლების განცხადებით, რობოტი არამარტო სწრაფად წერს, არამედ აანალიზებს გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები და ტექსტს გამოტანილი ანალიზის საფუძველზე წერს. მათივე თქმით, რობოტის დაპატენტება სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელია, კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული სპეც-პროგრამის მეშვეობით.

პეკინის უნივერსიტეტის პროფესორმა ვან სიაოჯუნმა, რომელმაც ჟურნალისტი-რობოტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, სააგენტო China News-ს პროექტის შესახებ განუცხადა, რომ რობოტს ძალიან მალე შეეძლება ინტერვიუს აღება, ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ მისი სტატიად გარდაქმნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]