როგორც პრესტიჟული ჟურნალი „ფორბსი“ წერს, რეპერი შამპანურის მწარმოებელი ცნობილი ბრენდის (Armand de Brignac) აქციებს ფლობს, რომელთა ღირებულება 310 მილიონი დოლარია. 220 მილიონი დოლარი მუსიკოსმა კომპანია Uber-ში ინვესტიციით მიიღო, კიდევ 100 მილიონის ოდენობით შემოსავალი რეპერმა საკუთარი კონიაკის ბრენდიდან (D'Ussé) მიიღო, რომელსაც ის კომპანია Baccardi-სთან ერთად ასხამს.
გარდა ამისა, რეპერს აქვს საკუთარი მუსიკალური სტრიმინგსერვისი Tidal, რომელიც 2015 წელს აამუშავა და დღეს მისი ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
Jay-Z-ს ეკუთვნის გასართობი კომპანია Roc Nation, რომელსაც 75 მილიონ დოლარად აფასებენ. მუსიკოსს ასევე აქვს ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელშიც 70 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები და სხვა ნივთებია დაცული.