ბრედ პიტის პერსონაჟს, რომელიც უცხო ცივილიზაციების საძიებოდ და შესასწავლად გამგზავრებული მამის პოვნა სურს, მზის სისტემის დიდი ეგზისტენციალური საიდუმლოებების ამოხსნა მოუწევს. არსებული ინფორმაციით, სიუჟეტი მწერალ ჯოზეფ კონრადის ცნობილ ნაწარმოებს, „წყვდიადის გულს“ მოგვაგონებს, რომლის იდეური თემებიცაა: ცივილიზაცია და ჩამორჩენილი სამყარო, იმპერიალიზმი, რასიზმი და სხვა.
ფილმში ასევე მონაწილეობენ: ტომი ლი ჯონსი, დონალდ საზერლენდი, ლივ ტაილერი, რუთ ნეგა და ჯონ ორტისი. პრემიერა 20 სექტემბერს შედგება.