weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ფორსაჟი“ კიდევ ერთხელ შეიცვლის რეჟისორს

15:53 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

თექვსმეტწლიანი პოპულარული ექშენ-ფრანშიზა „ფორსაჟის“ ახალ სერიას ახალი რეჟისორი ეყოლება. ფრენსი გარი გრეის, რომელმაც „ფორსაჟი 8“ გადაიღო, აღარ სურს პროექტში დარჩენა, რადგან საკუთარ კინოკომპანიას ხსნის და დრო აღარ რჩება. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ფრანშიზასთან დაკავშირებით რამდენიმე სახის პრობლემა არსებობს, რაც პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით შეკითხვებს ბადებს.

პრობლემები ბოლო სერიის გადაღებებზე დაიწყო, როდესაც მთავარი როლის შემსრულებელსა და ერთ-ერთ პროდიუსერ ვინ დიზელს უთანხმოება მოუვიდა მსახიობ დუეინ ჯონსონთან. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფორსაჟის“ სპინ-ოფი ფილმი გამოვიდოდა, რომელიც მხოლოდ დუეინ ჯონსონისა და ჯეისონ სტეტჰემის კინოგმირებზე იქნებოდა, რამაც ვინ დიზელი აღაშფოთა. გარდა ამისა, უდიდესი უკმაყოფილება გამოთქვა ფრანშიზის ვეტერანმა ვარსკვლავმა მიშელ როდრიგესმა - მიზეზი სცენარისტების მხრიდან „ფორსაჟის“ ქალი პერსონაჟების ზედაპირულობა და ქალ მსახიობთა უსამართლო ანაზღაურებაა. მსახიობი ფრანშიზიდან წასვლით დაიმუქრა.

რაც შეეხება „ფორსაჟის“ მომავლის ბედს, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მაყურებელი მე-9 და მე-10 სერიასა და დაანონსებულ ცალკეულ კინოისტორია, ე.წ. სპინ-ოფს იხილავს, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად რამის თქმა ნაადრევია.

შეგახსენებთ, რომ „ფორსაჟის“ ბოლო სერიებმა უდიდესი კომერციული მოგება ნახა და შემქმნელებსაც ამ მიზეზით სურთ სერიულობის გაგრძელება. რაც შეეხება ფილმების რეჟისორებს, 2001 წელს გამოსული პირველი სერია რობ კოენმა გადაიღო, სამი წლის შემდეგ გამოსული მეორე ფილმი კი - ჯონ სინგლტონმა, შემდეგი ოთხი ფილმის რეჟისორად ჯასტინ ლინი მოგვევლინა, მეშვიდე ფილმი საშინელებათა ჟანრის მცოდნე ჯეიმს ვანმა დადგა, წელს გამოსული მერვე კი - ფრენსის გარი გრეიმ. მომავალი სერიების რეჟისორთა სავარაუდო ვინაობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]