weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ბექა ჯანუაშვილმა პირველი ქართული ელექტროველოსიპედი ააწყო

17:42 შაბათი, 08 ივნისი 2019

ბათუმელმა თვითნასწავლმა კონსტრუქტორმა, კომპანიამ „ბექსონის“ დამფუძნებელმა ბექა ჯანუაშვილმა პირველი ქართული ელექტრონული მოტო-ველოსიპედი ააწყო, რომელსაც საქართველოში და სხვა არცერთ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს.

„ჩემი ბოლო მოდელი სწორედ ელექტრო მოტო-ველოა, რომელზეც 5 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. თუმცა მინდა, მოდელის შექმნის დრო შევამცირო. ვაპირებ, ეს ხაზი განვავითარო. ვფიქრობ, საინტერესოა, თან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. მინდა, ეს მოდელი გაყიდვაში გამოვიდეს, ჯერ მხოლოდ ნიმუშია, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ეს მოდელი სომხეთში მყავდა გაყვანილი გამოფენაზე და სპეციალური სიგელი ავიღე, რამდენიმე დღის წინ კი ბელარუსში ოქროს მედალი მივიღე, როგორც - საუკეთესო დიზაინი და იდეა. საბურავი და მატორი ამერიკიდან ჩამოვიტანე და დანარჩენ ნაწილს საქართველოში ვყიდულობ.“ - განაცხადა ბექა ჯანუაშვილმა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას.

პირველი მინი-ჩოპერი ჯანუაშვილმა 2015 წელს შექმნა, 3 წლის განმავლობაში კი შექმნილი აქვს 10-მდე ველობაიკის ექსკლუზიური მოდელი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]